რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კირბი: გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, რომ ჩრდ. კორეა რუსეთს ჭურვებს ფარულად აწვდის

თეთრი სახლის პრესსპიკერი, ჯონ კირბი

თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯონ კირბის თქმით, აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს ფარულად აწვდის საარტილერიო ჭურვების მნიშვნელოვან რაოდენობას უკრაინაში ომისთვის.

"ჩვენი მონაცემები მიუთითებს, რომ ჩრდილოეთ კორეა ფარულად აწვდის [ჭურვებს] და ჩვენ ვაპირებთ, ყურადღება მივაქციოთ, მიღებულია თუ არა ტვირთები. ჩვენ გვაქვს ვარაუდი, თუ სად აპირებენ ისინი ამ ჭურვების გაგზავნას". - თქვა კირბიმ.

ამასთან, კირბიმ აღნიშნა, რომ ჭურვების რაოდენობა არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ომის მიმდინარეობა ან შედეგი შეცვალოს, თუმცა, ამის მიუხედავად, ის უკრიაინელებისთვის მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოადგენს.

კომენტარები