საქართველოს პარლამენტი

ვაშაძე: როცა საზოგადოებაც შეთანხმდება, რომ ოცნებიდან არაფერი გამოვა, პარლამენტს დავტოვებთ

რაც შეეხება პარლამენტის დატოვებას, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებელი ამისთვის მზად ვართ, ეს ერთი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, როდის უნდა მოხდეს ეს. მესამე – ამისთვის აუცილებელია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან სიტუაციის შემზადება, წინასწარ კარგად უნდა ავუხსნათ რა ხდება. მაგრამ მთავარია, რომ ეს არ უნდა იყოს ნაადრევი და ნაჩქარევი. თუმცა ეს მოხდება. [...] როცა ის მოცემულობა დადგება, როცა საზოგადოებაც შეთანხმდება, რომ ქართული ოცნებიდან არაფერი აღარ გამოვა, რომ ის არის პრორუსული ძალა, რომ კანდიდატის სტატუსი მათთან ერთად არ იქნება, შემდგომ ჩვენი ნაბიჯიც ამის პარალელურად იქნება. თუმცა, დაელოდეთ, რა. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გეგმაში.

თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ PalitraNews-ის ეთერში.

კომენტარები