რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: ბელარუსში "კინჟალების" განთავსება რუსეთის გზავნილია დასავლეთისთვის

ზებგერითი რაკეტა კინჟალით შეიარაღებული МиГ-31, რუსეთი, ჟუკოვსკი

ბრიტანეთის დაზვერვის ინფრომაციით, ბელარუსში, მაჩულიშჩის საჰაერო ბაზაზე 17 ოქტომბერს რუსეთმა განათავსა МиГ-31К ტიპის (NATO-ს კოდური სახელით FOXHOUND) გამანადგურებელი-გზაგადამჭრელი თვითმფრინავები, რომელთა მახლობლად, თხრილში კონტეინერიც მოათავსეს. დაზვერვის ვარაუდით, კონტეინერი დაკავშირებულია Х-47М2 კინჟალის ტიპის (NATO-ს კოდური სახელით AS-24 KILLJOY) ჰიპერბგერით რაკეტებთან, რომელთა გადატანაც МиГ-31К-ს მეშვეობით არის შესაძლებელი. 

ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთმა კინჟალის ტიპის რაკეტები ბელარუსში განათავსა. რუსეთმა ეს იარაღი უკრაინაში რამდენჯერმე გამოიყენა, თუმცა, სავარაუდოდ, მათი მარაგი ძალიან მცირეა. 

როგორც ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, 2000 კილომეტრის მანძილის მქონე კინჟალის ბელარუსში განთავსება რუსეთს უკრაინაში დამატებით სამიზნეებზე თავდასასხმელად მხოლოდ უმნიშვნელო უპირატესობას აძლევს. მათივე ვარაუდით, რაკეტების აქ განთავსება არის გზავნილი დასავლეთისთვის და ასევე ბელარუსის ომში მზარდად ჩართულ სახელმწიფოდ წარმოჩენა.

კომენტარები