ქართული ოცნება

თალაკვაძე: ოპოზიციას აწუხებს 2012-ის ტრავმა და ივანიშვილზე შურისძიების სურვილი

ოპოზიციამ ჯერ ვერ თქვა, რა არის მიკერძოებული კრიტერიუმი [დეოლიგარქიზაციის კანონში] სამაგიეროდ, მათ პირდაპირ თქვეს ის, რაც თავიდანვე აწუხებდათ - ეს არის პოლიტიკური ტრავმა, რომელიც მიიღეს 2012 წელს და პოლიტიკური შურისძიების სურვილი, როგორმე შური იძიონ ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, ვინც ისინი გაისტუმრა. 

მე სანქციებზე ბევრჯერ გითხარით, არავის არ ეშინია არცერთი უსამართლოს სანქციის. სანქციებს აზრი აქვს მაშინ, როდესაც სამართლიანია. შესაბამისად, ვინც ამაზე ნერვიულობს, ეს არის ნაციონალური მოძრაობა. ეს არის, როდესაც წყალწაღებულები ხავსს ეჭიდებიან და ჰგონიათ, რომ ვინმეს მიმართ რაიმე სანქციის შემოღებით მათ ეშველებათ. 

ამბობს პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე. დღეს, 31 ოქტომბერს პარლამენტში დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის განხილვა დაიწყო. დეოლიგარქიზაცია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი წინაპირობაა.

კომენტარები