ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში მცირე სიშორის ბალისტიკური რაკეტები გაისროლა

EPA

ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთის ზღვის მიმართულებით ორი მცირე სიშორის ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

"მონიტორინგის განხორციელებისას ჩვენი შეიარაღებული ძალები აშშ-სთან ახლო თანამშრომლობით ინარჩუნებს სრულ მზადყოფნას". – წერს სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები

რაკეტების გასროლა იმ დროს მოხდა, როდესაც სამხრეთ კორეა სამხედრო წვრთნებს ასრულებდა. ასევე, მომდევნო კვირას სამხრეთ კორეა და აშშ  ერთბლოვი მასშტაბურ საჰაერო წვრთნების ჩატარებას გეგმავენ.

ჩრდილოეთ კორეამ ბოლოს მცირე სიშორის ბალისტიკური რაკეტა 14 ოქტობმერს გაისროლა

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კორეის მოსახლეობა ჩრდილოეთის მოქმედებებს პანიკით არ ხვდება, Gallup-ის ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა 70%-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო გამოცდებს საფრთხედ აღიქვამს - ეს პროცენტული მაჩვენებელი 2017 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია. 

ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ტესტების უახლესი სერია, მათ შორის, ოქტომბრის დასაწყისში იაპონიის მიმართულებით საშუალო მოქმედების ბალისტიკური რაკეტის გასროლა, სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სამხედრო წვრთნების პირისპირ ძალის დემონსტრირებად შეიძლება შეფასდეს.

კომენტარები