იაპონია

ფხენიანის მიერ იაპონიის თავზე რაკეტის გამოცდის შემდეგ, იაპონიამ და აშშ-მ წვრთნები გამართეს

ამერიკული და იაპონური თვითმფრინავების ერთობლივი წვრთნები კიუშუს რეგიონში, იაპონიის ზღვის თავზე
იაპონიის თავდაცვის სამინისტრო

4 ოქტომბერს ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შემდეგ, აშშ-სა და იაპონიის ავიაგამანადგურებლებმა იაპონიის ზღვის თავზე, კიუშუს რეგიონში ერთობლივი წვრთნები გამართეს.

ორივე მხრიდან ჯამში 12 ავიაგამანადგურებელი მონაწილეობდა. 

გასულ დღეს ჩრდილოეთ კორეამ გამოცადა ბალისტიკური რაკეტა, რომელმაც იაპონიის თავზე გადაიფრინა. 

იაპონური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთში მყოფ კუნძულ ჰოკაიდოსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ პრეფექტურაში, აომორიში განგაში გამოცხადდა და რეგიონში მატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერდა. 

იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდან ჩრდილოეთ კორეის ქმედებას აღმაშფოთებელი უწოდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება გააგრძელებს მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციის მოგროვებასა და ანალიზს. თავდაცვის მინისტრის, იასაკაძუ ჰამადას თქმით, იაპონია შეისწავლის მოქმედების ყველა ვარიანტს, მათ შორის კონტრშეტევის შესაძლებლობებს. 

კომენტარები