რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არესტოვიჩი: უკრაინამ გამარჯვებისთვის 4 პირობა წამოაყენა, რომელსაც დასავლეთმა ხელი მოაწერა

ოლექსი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის თქმით, უკრაინამ რუსეთის მიერ დაწყებულ ომში გამარჯვებისთვის საჭირო ოთხი პირობა წამოაყენა, რომელსაც ხელი დასავლეთის ლიდერებმა მოაწერეს.

"გაერთიანებულმა დასავლეთმა მკაფიოდ აღნიშნა: უკრაინაში გამარჯვების კონტურებს თავად უკრაინა განსაზღვრავს, ხოლო ჩვენი საქმე მათი დახმარებაა. როგორც გუშინ შოლცმა თქვა: "ჩვენ მზად ვართ, უკრაინას ათწლეულების მანძილზე დავეხმაროთ". ეს არ გულისხმობს ომის დროს დახმარებას, არამედ ომისშემდგომი რეკონსტრუქციის ნაწილს". - თქვა არესტოვიჩმა. 

არესტოვიჩის თქმით, დასავლეთი უკრაინის გამარჯვების ოთხ პირობას განიხილავს.

"ისინი ამაზე, როგორც დაგეგმვის ელემენტზე, უკვე მუშაობენ. ეს პირობები ძალიან მარტივია:

  • ტერიტორიების სრული გათავისუფლება
  • ომის დამნაშავეების ექსტრადაცია
  • რეპარაციების გადახდა
  • პუტინის დამხობა

ყველაფერი გარკვეულია, ყველაფერი ძალიან მარტივია. ჩვენ ასე ჩამოვაყალიბეთ გამარჯვება და დასავლეთმა პირობა დადო, რომ მიზნის მიღწევაში ყველანაირად დაგვეხმარებიან". - თქვა არესტოვიჩმა. 

კომენტარები