ირანი

ირანში დემონსტრანტებისთვის ინტერნეტის მისაწოდებლად აშშ მასკთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ილონ მასკი
Jonathan Newton/The Washington Post

თეთრი სახლი ირანში Starlink-ით ინტერენეტის მისაწოდებლად ბიზნესმენთან, ილონ მასკთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. თეირანი ცდილობს, ანტისამთავრობო პროტესტის შესაჩერებლად მოსახლეობას ინტერნეტთან წვდომა შეუზღუდოს.

ბაიდენის ადმინისტრაცია ეძებს გზებს, რათა დაეხმაროს ირანელებს, რომლებიც თვეზე მეტია 22 წლის მაჰსა ამინის მორალის პოლიციის მიერ დაკავებიდან მალევე გარდაცალებას აპროტესტებენ.

მასკის კომპანიას - SpaceX, რომელიც Starlink-ის სისტემას მართავს, ქვეყანა საიმედო ინტერნეტით შეუძლია უზრუნველყოს, თან ისე, რომ თეირანის ოფიციალური პირების კონტროლის მიღმა იყოს. 

უცნობია, რამდენად სწრაფად შეიძლებოდა Starlink-ის  სისტემის ირანში განლაგება. 

Starlink-ის სისტემა უკვე გამოიყენება უკრაინაში. თუმცა, უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით მასკის უკანასკნელი კომენტარების შემდეგ, ჯერ კიდევ არაა ცხადი, თუ ვინ გადაიხდის უკრაინისთვის ინტერნეტის მიწოდებას.

"ჯანდაბას, მიუხედავად იმისა, რომ Starlink კვლავ კარგავს შემოსავლებს მაშინ, როცა სხვა კომპანიები მილიარდებს იღებენ გადასახადების გადამხდელებისგან, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მთავრობის უფასოდ დაფინანსებას". – დაწერა Twitter-ზე მასკმა 15 ოქტომბერს.

მანამდე, 14 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილონ მასკის კომპანია SpaceX, რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფ უკრაინას სატელიტურ ინტერნეტ Starlink-ს უფასოდ აღარ მიაწვდიდა.

CNN-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა პენტაგონს წერილი მისწერა,  რომლის მიხედვით, კომპანიას აღარ შეუძლია Starlink-ის სერვისის დაფინანსება და იმ შემთხვევაში, თუ პენტაგონს სურს უკრაინის მთავრობისა და შეიარაღებული ძალებისთვის Starlink-ის სერვისის უფასოდ მიწოდება, მათ უნდა ის თვითონ უნდა დააფინანსონ, რაც მიმდინარე წლის ბოლომდე $120 მილიონზე მეტი ღირს, ხოლო შემდეგი 12 თვისთვის დაახლოებით $400 მილიონი.

კომენტარები