საქართველო-უკრაინა

ამაზე ფოკუსი ივანიშვილის რეჟიმის ამოცანაა – ბოკერია არესტოვიჩის განცხადებაზე

ევროპული საქართველო, 

ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის კომენტარის შეფასებისას აღნიშნა, რომ ამ განცხადებაზე ფოკუსს ივანიშვილის რეჟიმი პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებს. 

"ჩვენ იმხელა პრობლემა გვაქვს, რომ რომელიმე, თუნდაც მაღალი თანამდებობის ან ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის უპასუხისმგებლო ან არასერიოზული განცხადება, არ შეიძლება გახდეს ჩვენთვის მთავარი ფოკუსის საგანი. მესმის, რომ ივანიშვილის პროპაგანდისთვის - ესაა შესაძლებლობა, ესე უყურებენ ყველაფერს, თითქმის [...] ამ ადამიანის ამ განცხადებაზე ფოკუსი არის ივანიშვილის რეჟიმის ამოცანა. ახდნენ არა თუ ცალკეული ფრაზის, არამედ მთლიანად უკრაინის დემონიზებას. გზა-კვალის არევა უნდათ - ნახეთ, რუსებიც გვემუქრებიან და უკრაინელებიც". - აღნიშნავს გიგა ბოკერია. 

ევროპული საქართველოს ლიდერმა პალიტრა ნიუსის ეთერში უკრაინელი პოლიტიკოსის სიტყვები - "მოგვიწევს ქართველების დახსნა" უპასუხსიმგებლოდ შეაფასა. მისი თქმით, ჩვენი პრობლების გათვალისწინებით არესტოვიჩის კომენტარი უადგილოა. გიგა ბოკერიას განმარტებით, თავად ჩვენი პასუხისმგებლობაა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ქვეყანა სწორ გზაზე დგას. 

"ჩემი პასუხისმგებლობაა, როგორც ქვეყნის მოქალაქის - ჩემი აზრით, მეტ-ნაკლებად აქტიური მოქალაქის, ჩემი ქვეყანა იდგეს სწორ გზაზე და გადარჩეს ბოროტების იმპერიის გავლენას, რასაც მოაქვს სისხლის ღვრა, მონობა და უბედურება. ამას ვხედავთ დაღესტანში, ჩეჩნეთში, ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში, ბელარუსში. ამას უნდა გადავრჩეთ". - ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე.

კომენტარები