საქართველო-რუსეთი

ბოკერია რუსებზე: მკაფიო ანტიპუტინისტები უნდა შემოვუშვათ და დანარჩენზე ფილტრი უნდა გვქონდეს

ჩვენი მთავარი პრობლემაა, რომ მთავრობა არ გვყავს, რომელიც ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში ან ნებისმიერ სხვა მნიშვნელოვან საკითხში ჩვენ ეროვნულ ინტერესებს გაატარებს და საქართველოს უსაფრთხოებას დაიცავს, აქედან მოდის ყველაფერი. ამის შემდეგ უკვე ნორმალური მთავრობა, რომ გვყოლოდა და როცა გვეყოლება, ბუნებრივია, მტრული სახლემწიფოდან მომავალი ამხელა ნაკადი არ შეიძლება შემოდიოდეს. ეს არაა არანაირი ეთნიკური ნიშნით სიძულვილი, ეს არის მტრული სახელმწიფოს მოქალაქეების მიმართ ბუნებრივი ინტერესი რომ გაიფილტროს უსაფრთხოების თვალსაზრისით და გნებავთ პროპაგანდა არ მინდა რომ დავარქვა, მორალური თვალსაზრისით.

არ შეიძლება პუტინისტური რუსეთის ნორმალიზაცია მოხდეს, ამით ეს ხდება, იმიტომ რომ ეს რეჟიმი ანტიპუტინისტებს აჩერებს, გამორჩეული ანტიპუტინისტების არ შემოშვების რამდენიმე შემთხვევა გვაქვს და სხვების შემთხვევაში ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი პოზიცია, ჩემი პოზიცია, როგორც მოქალაქის არის რომ ვინც პუტინს ებრძვის, ვინც დევნილია და ვიზეც ეს მკაფიოდ ვიცით, მათთვის უნდა ვიყოთ თავშესაფარი, ხოლო ყველა დანარჩენისთვის ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ფილტრი უნდა დავაწესოთ და მანდ არანაირი არც მორალური, არც სამართლებრივი ან საერთაშორისო ვალდებულება არ გვაქვს რომ მივიღოთ.

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია. შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის სექტემბერთან შედარებით, საქართველოში წელს რუსეთიდან 511%-ით მეტი პირი შემოვიდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 2022 წლის სექტემბერში რუსეთიდან 222 274 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში არაა მონაცემები, თუ რამდენმა დატოვა საქართველო.

კომენტარები