ტრაგედია ვაკის პარკში

კობახიძე ვაკის პარკის ტრაგედიაზე: სისტემური პრობლემა არ ვლინდება, კონკრეტული გადაცდომა იყო

ზოგადად, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება იმ შემთხვევაში დადგეს, თუ უწყებაში რაიმე სისტემური პრობლემა ვლინდება. ამ შემთხვევაში, ჩვენ რადიკალურად განსხვავებული სურათი გვაქვს. ბოლო 5 წლის განმავლობაში, კახი კალაძის ხელმძღვანელობით თბილისის მერიაში ათასობით პროექტი განხორციელდა. ეს პროექტები ყველა თვალსაზრისით სწორედ მაღალი ხარისხით იყო გამორჩეული, როგორც ვიზუალური, ასევე ტექნიკური კუთხით. აქედან გამომდინარე, არათუ სისტემური პრობლემა არ არსებობს, არამედ, პირიქით, სისტემურად პროექტები წარმატებით ხორციელდება. ამ შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომა და გულგრილობა იყო, რამაც ეს ტრაგიკული შედეგი გამოიწვია. თუმცა, სისტემური პრობლემა არ ვლინდება. ასეთ პირობებში, კახი კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი ცარიელი სპეკულაცია და აბსოლუტურად უადგილოა.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს. 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად ერთი 13 წლის მოზარდი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

კომენტარები