ვაკის პარკი

მდინარაძე: რადიკალი ოპონენტები ტრაგედიით მოსარგებლეები გახდნენ, პირველად არ ხდება

გულწრფელი სამძიმარი მშობლებს და ადამიანებს, რომლებმაც გაზარდეს გმირი მათი შვილის სახით, რომელმაც თავისი მეგობრებისთვის, პირდაპირი გაგებით, თავი გაწირა. მე ინფორმაცია მაქვს და თქვენც უკვე ალბათ იმ ადამიანებზე, ვის ოჯახსაც ეს ადამიანი, გარდაცვლილი ანგელოზი წარმოადგენდა, ალბათ, საუბარი ზედმეტია. ძალიან რთულია ამაზე ლაპარაკი, ზოგადად.  

ახლა, რაც შეეხება, რატომ გვიანდება. დაგვიანებული - ეს არის შეფასება, იქიდან გამომდინარე, რომ ალბათ, ჩვენი რადიკალი ოპონენტები, რომლებიც ტრაგედიით მოსარგებლეები გახდნენ, სამწუხაროდ, ეს პირველად არ ხდება, მიჩვეულები იყვნენ თავისი მმართველობის დროს მეორე დღესვე, მესამე დღეს გამოუძიებელი შედეგების დადებას, გვახსოვს. ეს არ არის მარტივი ამბავი, ექსპერტიზების, დაკითხვების  და საგამოძიებო მოქმედებების გარეშე რომ შეიძლებოდეს მეორე და მესამე დღეს დასკვნების გამოტანა. მე დარწმუნებული ვარ, რომ გამომძიებლები მაქსიმალურად მოკლე ვადაში შეეცდებიან, რომ კონკრეტულ შედეგი დადონ ამ საქმეზე. 

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე. 13 ოქტომბერს გარდაიცვალა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა.

კომენტარები