რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელგოროდის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობი აფეთქდა, რუსეთი უკრაინას აბრალებს

აფეთქება ბელგოროდში

რუსეთის სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, ბელგოროდის ოლქში, ოქტიაბრსკის დასახლებაში საბრძოლო მასალის საწყობი აფეთქდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი შემთხვევას უკრაინის იერიშს აბრალებს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, საწყობში აფეთქების შედეგად მოხდა საბრძოლო მასალის დეტონაცია, არიან დაღუპულები და დაჭრილები. რუსეთის სამართალდამცველი ორგანოების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან რუსეთის გვარდიის წევრებიც.

ამას გარდა, რუსეთის საგამოძიები კომიტეტის მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ნოვი ოსკოლსკის რაიონში რაკეტა ჩამოაგდეს. მათი ცნობით, ნარჩენები რკინიგზის მახლობლად ჩამოცვივდა და ელექტროენერგიის ხაზები დააზიანა. დროებით შეჩერებულია მატარებლების მოძრაობა.

ომის დაწყების შემდეგ, ბელგოროდში რამდენიმე მსგავსი აფეთქება მოხდა. რეგიონში 11 აპრილიდან რუსეთს ტერორისტული საფრთხის ყვითელი დონე აქვს ამოქმედებული.

კომენტარები