უკრაინელი ოფიციალური პირების ცნობით, ტყვეთა გაცვლის შედეგად 32 უკრაინელი გათავისუფლდა.
"გათავისუფლებულთა შორის არიან ოფიცრები, სერჟანტები და (უკრაინის) შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები. ყველა მათგანი იმყოფებოდა ისეთ ადგილებში, სადაც სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა. ბევრი მათგანი დაკარგულად ითვლებოდა", - წერს უკრაინის პრეზიდენტის შტაბის უფროსი, ანდრიი იერმაკი.
იერმაკმა, ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ მიიღო ისრაელის მოქალაქის დმიტრო ფიალკას ცხედარი, რომელიც იერმაკის თქმით, მოხალისედ იბრძოდა უკრაინისთვის.





