მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა. მისივე ცნობით, ოკუპანტებს ბაზა აეროდრომის ტერიტორიაზე აქვთ მოწყობილი.
"აფეთქებებია მელიტოპოლის აეროდრომზე, სადაც ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ შექმნეს სამხედრო ბაზა. ისინი გაკვირვებული არიან და მაშინვე დაიწყეს წერა რაღაც "წვრთნებზე". თუმცა, ადგილობრივებმა უკვე ისწავლეს მათი "წვრთნებისა" და ძლიერი აფეთქების ხმის გარჩევა". - წერს ის.
მელიტოპოლის მერის ინფრომაციით, მომხდარზე დამატებითი დეტალების მოპოვებას ცდილობენ, რის შემდეგაც დამატებით ინფორმაციას გაავრცელებენ.