რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ორბანი: წარუმატებელი სანქციების პოლიტიკა შესაცვლელია

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, ბრიუსელის "წარუმატებელი სანქციების პოლიტიკა" შესაცვლელია. აღნიშნული განცხადება უნგრეთის პრემიერმინისტრმა პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

"სანქციებმა არ გაამართლა, ომი არ დასრულდა. რუსეთი კი ამ დროს არცთუ ცუდ შემოსავალს იღებს. გასაგებია, რომ წარუმატებელი სანქციების პოლიტიკა შესაცვლელია". - თქვა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერის თქმით, ბუდაპეშტი იბრძოდა ნავთობის ემბარგოსა და სანქციებისგან გათავისუფლებისთვის და ბოლო დღეებში მიაღწია იმას, რომ ახალი სანქციები არ გავრცელდება უნგრეთის ატომურ ენერგეტიკაზე, არც უნგრეთში გაზის მიწოდებაზე. მიუხედავად ამისა, სანქციებმა ენერგომატარებლები უნგრეთისთვისაც გააძვირა.

კომენტარები