მიხეილ სააკაშვილი

წულუკიანი სააკაშვილზე: შეეძლოთ, უკრაინაში იქამდე დაეკითხათ, სანამ შეფუთულს გამოგვიგზავნიდნენ

რასაკვირველია, სამართლებრივად და თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ ამას ის სახელმწიფო წყვეტს, სადაც კონკრეტული პატიმარი იმყოფება და ამ გადაწყვეტილებაში ვერავინ ჩაერევა. ამ შემთხვევაში, ეს ქვეყანაა საქართველო [...] მიხეილ სააკაშვილი ტრანსპორტაბელურია თუ არა, ეს ცალკე საკითხია. საქართველოს სახელმწიფო თვლის თუ არა, რომ ის დაკითხვის მიზნით უკრაინაში უნდა გადაიყვანონ, ეს მეორე საკითხია და ამაზე უფლებამოსილმა უწყებამ უნდა უპასუხოს. მე კი ვთვლი, რომ ამის საჭიროება არ არსებობს, ვინაიდან სააკაშვილი ძალიან ბევრი წელი იქ ჰყავდათ,  მისი გაძევების საქმეზე გამოძიება რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და შეეძლოთ, ეს ადამიანი ნებისმიერ დროს დაეკითხათ, სანამ საქართველოში შეფუთულს გამოგვიგზავნიდნენ. ეს უფრო იმას ჰგავს, რომ როგორმე სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდეს. ეს საბაბს უფრო ჰგავს, ვიდრე საჭიროებას.

თქვა ვიცეპრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ უკრაინის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მათთვის საქართველოდან სააკაშვილის გადაცემას ითხოვენ, რათა დაკითხონ დაზარალებულის სახით, 2017 წლის მოვლენებთან დაკავშირებით.

კომენტარები