რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხერსონში 24 საათში 3 დასახლება გათავისუფლდა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, გუშინ, 5 ოქტომბერს, დღის განმავლობაში მებრძოლებმა ხერსონის ოლქის სამი დასახლება ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. 

"დღეს მინდა აღვნიშნო ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება ოლექსანდრიას მებრძოლები, რომლებმაც შექმნეს წარმატებული შეტევის,  ხერსონში აქტიური ოპერაციების მომზადებისა და შესრულების წინაპირობა. ამან უკვე მოიტანა ხელშესახები შედეგები. მხოლოდ ამ 24 საათში ხერსონის ოლქში ფსევდორეფერენდუმისგან გათავისუფლდა ისეთი დასახლებები, როგორიცაა ნოვოვოსკრესენსკოე, ნოვოგრიგორივკა და პეტროპავლოვკა. წინსვლა გრძელდება". - თქვა ზელენსკიმ. 

მისივე ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო ძალების მებრძოლებმა 6 ირანული დრონი ჩამოაგდეს - ზელენსკიმ მათ სიზუსტისთვის მადლობა გადაუხადა. 

კომენტარები