ნაციონალური მოძრაობა რომ რაღაც ცუდს და მათ შორის, ანტიდასავლურ ძალას დაგიძახებს, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგახარ. ანუ მაშინ ხარ ევროპელიც, მაშინ ხარ დასავლეთელიც და მაშინ იბრძვი სწორად შენი სამშობლოსთვის. იმიტომ, რომ საქართველოს ისტორიაში არ არსებობს უფრო ბოლშევიკური და ანტიდასავლური ძალა, ვიდრე ეს არის ნაცმოძრაობა, რომელიც სიტყვით ყოველთვის ვითომ დასავლეთისკენ დეკლარირებს და საქმით ყოველთვის მტრისა და ანტიქართულ საქმეს აკეთებს. ასე იყო რეზოლუციის შემთხვევაში, როდესაც ქართველ მებრძოლებს ომის დაწყება დააბრალეს. ასევე იყო სტრატეგიული ობიექტების გაყიდვის შემთხვევაშიც. მათი ისტორია ასეთია. დღესაც კი ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ იყვნენ, სხვა ქვეყნების ინტერესები გაატარონ და საკუთარი მენკანტილური ინტერესები წამოწიონ წინ. ერთადერთი პარტიაა, რომელიც დღევანდელ სიტუაციაში, საქართველოში ამ ქვეყანასა და ეკლესიას ებრძვის. გახსოვთ ალბათ, ეკლესიას ებრძოდნენ ბოლშევიკები და დღეს ებრძვიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. ასევე, საქართველოსა და ქართულ იდენტობას ებრძოდნენ ბოლშევიკები და დღეს ებრძვიან ენმ-ს წარმომადგენლები.
ქართული ოცნება
მდინარაძე: საქართველოს ისტორიაში ენმ-ზე უფრო ბოლშევიკური და ანტიდასავლური ძალა არ არსებობს
tbl.ge/65ej
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




