რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა პლატფორმები TikTok-ი და Twitch-ი დააჯარიმა

რუსეთმა სოციალური პლატფორმა TikTok-ი და სტრიმინგ პლატფორმა Twitch-ი დააჯარიმა.

გადაწყვეტილების მიზეზად მოსკოვი TikTok-ის მიერ რუსეთის კანონმდებლობის დარღვევას, კერძოდ "ლგბტ პროპაგანდის" შემცველი ვიდეოების არწაშლას, Twitch-ის შემთხვევაში კი ოლექსი არესტოვიჩის ინტერვიუს სტრიმინგს და ამ სახით "ყალბი ინფორმაციის გავრცელებას" ასახლებს.

არცერთ კომპანიას რუსეთის გადადგმულ ნაბიჯთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, TikTok-ი მოსკოვის სასამართლომ 3 მილიონი რუბლით [51 000 აშშ დოლარი], Twitch-ი კი 4 მილიონი რუბლით [61 000 აშშ დოლარი] დააჯარიმა.

გარდა ამისა, TASS-ის ცნობით, Twitch-ს წინ კიდევ 8 მილიონი რუბლით დაჯარიმება ელის, რადგან რუსული მხარის პოზიციით პლატფორმაზე უკრაინაში მიმდინარე "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე" ყალბი ცნობები ვრცელდება.

კომენტარები