რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: უკრაინა ლუგანსკისა და ხერსონის მიმართულებებით კონტროლის ზონას აფართოებს

უკრაინელი სამხედროები უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დროშას აფრიალებენ
 Arsen Petrov via Twitter

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ISW-ს მონაცემებით, დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანის გათავისუფლების შემდეგ, უკრაინის სამხედრო ძალები ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემინას მიმართულებით კონტროლის ზონას აფართოებენ. 

ანალიტიკური ცენტრის ინფრომაციით, ფრონტის ხაზის ამ მონაკვეთებზე, რუსეთს განთავსებული ჰყავს უკრაინაში ომის დაწყებამდე რუსულ არმიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიჩნეული 144-ე მოტომსროლელი და 76-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია.

ანალიტიკოსების თანახმად, პუტინს ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონები ლუგანსკზე მეტად აინტერესებს.

ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, რუსულმა საინფორმაციო სივრცემ - კრემლის პროპაგანდისტების, ექსპერტებისა და ბლოგერების შემადგენლობით - მარცხი ძალების დაგვიანებით გაგზავნას დაუკავშირეს, ამასთანავე, ღიად აკრიტიკებდა მობილიზაციის დროს განმეორებით ბიუროკრატიულ ჩავარდნებს.

კრემლის სპიკერები გამოთქვამდნენ იმედს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციით რუსეთი გამოიმუშავებდა საკმარის ძალას შეტევითი ოპერაციების განახლებისა და ინიციატივის აღსადგენად. 

პირველ ოქტომბერს, უკრაინამ ლიმანი დაიბრუნა. ქალაქის ცენტში უკრაინის დროშა ფრიალებს. რუსეთმა ლიმანში უკან დახევა აღიარა. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯარისკაცებმა "უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე" გადაინაცვლეს.

რუსეთი ლიმანს როგორც ლოჯისტიკური, ისე სატრანსპორტო მნიშვნელობით იყენებდა, ხოლო კიევისთვის მისი გათავისუფლება უკრაინის კონტრშეტევის შემდეგ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის რეგიონში ყველაზე დიდი გამარჯვებაა. გარდა ამისა, ჩერევატის თქმით, ლიმანის დაკავება კიევს ლუგანსკის ოლქში წინსვლის საშუალებას მისცემს. 

კომენტარები