რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნაუსედა მასკს: Tesla-ს ბორბლების მოპარვის მცდელობა არ ნიშნავს მათ კანონიერ მფლობელობას

ძვირფასო ელონ მასკ, როდესაც ვიღაც ცდილობს, მოიპაროს თქვენი Tesla-ს ბორბლები, ეს არ აქცევს მას მანქანის ან ბორბლების კანონიერ მფლობელად, მიუხედავად მათი მტკიცებისა, რომ ამას ორივემ მხარი დაუჭირა. უბრალოდ ვამბობ.

ასე ეხმაურება ლიტვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა Tesla-ს დამფუძნებლის, ილონ მასკის მიერ ჩატარებულ გამოკითხვას Twitter-ზე, სადაც მასკი გამომწერებს რუსეთ-უკრაინის ომზე, მათ შორის, ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე, პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.

"უკრაინა-რუსეთის მშვიდობა:

- გაეროს ზედამხედველობით, ხელახლა ჩატარდეს ანექსირებულ რეგიონებში არჩევნები. რუსეთმა დატოვოს ტერიტორია, თუ ეს უკრაინელი ხალხის ნებაა.

- ყირიმი ოფიციალურად გახდეს რუსეთის ნაწილი, როგორც ეს 1783 წლიდან იყო (ხრუშჩოვის შეცდომამდე)

- ყირიმის წყალმომარაგების უზრუნველყოფა

- უკრაინის ნეიტრალიტეტი

კი, თუ არა?". - წერს მასკი Twitter-ზე.

კომენტარები