რომან გოცირიძე ასინეთასავით დადის, ხან იქ მიაყურადებს და ხან აქ მოაყურადებს. ოღონდ, 10% გაიგო იმის, რაც ხდება სინამდვილეში. მე დღეს ამასთან დაკავშირებით არანაირ განცხადებას არ გავაკეთებ. მართლაც, ბატონი რომანი დადის და იქ რიგებში ისმენს რაღაცებს. ამ საქმიანობით არის დაკავებული - მიდიმოდის და სადაც ყურს მოკრავს რაღაცას, კარგად ვერ ისმენს და დამახინჯებულ ინფორმაციას გადმოსცემს ხოლმე. მაგალითად, გაახმოვანა ის ინფორმაცია, რის ერთ რაღაცას მოკრა ყური და შემდეგ განავრცო.
საქართველოს პარლამენტი
მდინარაძე: გოცირიძე ასინეთასავით დადის, ხან იქ მიაყურადებს და ხან აქ მოაყურადებს
tbl.ge/65dk
დაკოპირდა
ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ენმ-ს დეპუტატზე, რომან გოცირიძეზე. ჟურნალისტმა მდინარაძეს ივანიშვილის დეპუტატებზე დაუსვა კითხვა - მისი ინფორმაციით, ქართული ოცნების წევრები პარტიის დატოვებასა და მათთან შეერთებას აპირებენ.
ამავე თემაზე
- რაქვიაშვილი ელისაშვილზე: სულელი უნდა იყო, წამქეზებელს აყვე და ჩხუბი შენით დაიწყო
- მდინარაძე ელისაშვილზე: ქურდულად მოპარვა რომელ კაცობაში ზის, საკადრისი პასუხი გაეცემა
- მელია ელისაშვილს: გაგიმარჯოს
- მდინარაძე ივანიშვილზე: მორჩილება არ გვაქვს, თანაბარ საწყისებზე ვმართავთ პარტიას
- საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ღარიბაშვილის ქონებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს