რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საფრანგეთმა შეიძლება უკრაინას კიდევ 12-მდე CAESAR-ის ტიპის ჰაუბიცი მიაწოდოს – Le Monde

ფრანგული გამოცემის, Le Monde-ს ინფორმაციით საფრანგეთმა შეიძლება უკრაინას 6-დან 12-მდე ახალი CAESAR-ის ტიპის ჰაუბიცი მიაწოდოს, რომლებიც თავდაპირველად დანიისთვის იყო განკუთვნილი. 

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ადმინისტრაცია ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.

Le Monde-ის ცნობით, სამი ქვეყანა შეთანხმდა მიწოდებაზე, თუმცა ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

გამოცემის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ამ თემას ბოლო კვირებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დანიის პრემიერმინისტრთან, მეტე ფრედერიკსენთან განიხილავდა.

პარიზმა კიევს უკვე მიაწოდა Nexter-ის მიერ წარმოებული Caesar-ის ტიპის 18 ჰაუბიცი. 

კომენტარები