გილოცავთ ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძოდა თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის, ბოროტებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის დასამარცხებლად არაერთი წლის განმავლობაში ზოგი საპატიმროდან, ზოგი თავისუფლებაზე, ზოგი უცხოეთიდან. 10 წლის წინ, პირველ ოქტომბერს, ჩვენ ყველამ ერთად ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით და მისი გამაერთიანებელი ძალის წყალობით, დავამარცხეთ ის ბოროტება, რომელიც ვპირდებით ჩვენს საზოგადოებას, რომ ხელისუფლებაში უკან აღარასდროს დაბრუნდება. ვულოცავ ჩვენს თანამებრძოლებს, რომლებიც არ უშინდებოდნენ. მაშინ პოლიტიკური ბრძოლა იყო საშიში, დამაზიანებელიც კი საკუთარი შვილებისა და ოჯახებისთვის, ეს ყველას გვახსოვს, მაგრამ თქვენ არ ეგუებოდით ამ შიშს და იბრძოდით ყველა მშვიდობიანი მეთოდით, რომელმაც 10 წლის წინ პირველ ოქტომბერს მოიტანა გამარჯვება.
ქართული ოცნება
წულუკიანი: 10 წლის წინ, ივანიშვილის გამაერთიანებელი ძალის წყალობით, დავამარცხეთ ბოროტება
tbl.ge/65bf
დაკოპირდა

ამბობს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




