რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: უკრაინის სამხედრო ძალებმა ქალაქი ლიმანი, დიდი ალბათობით, ალყაში მოაქციეს

უკრაინელი სამხედროები იზიუმის მახლობლად, უკრაინა, ხარკოვის რეგიონი, 2022 წლის 19 სექტემბერი.
REUTERS/Gleb Garanich

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ინფომაციით, უკრაინის სამხედრო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი, დიდი ალბათობით, სრულად ალყაში მოაქციეს.

29 სექტემბრის ანგარიშის მიხედვით, ლიმანში მყოფი რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჯგუფება ალყაში მას შემდეგ მოექცა, რაც უკრაინის სამხედრო გაარღვიეს რუსეთის თავდაცვის ხაზები სტავკის დასახლების გარშემო, რომელიც ლიმანიდან 10 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ამასთან ერთად, ლიმანში დარჩენილი რუსეთის ქვედანაყოფები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან.

ISW-ს ანგარიშში ხაზგასმულია, რომ რუსი სამხედრო ბლოგერები დიდი შეშფოთებით განიხილავენ ლიმანის გარშემო უკრაინის დაწინაურებას და ფიქრობენ, რომ რუსეთის ძალები, შესაძლოა, ამ პერიმეტრზე დამარცხდნენ. მათი თქმით, უკრაინელი სამხედროები დაწინაურდნენ ლიმანის დასავლეთით, ჩრდილოეთით და ჩრდილოაღმოსავლეთით და ცდილობენ რუსი სამხედროების ალყაში მოქცევას.

ლიმანის დაკარგვას ცუდი შედეგები მოჰყვება ჩრდილოეთ დონეცკსა და დასავლეთ ლუგანსკში განლაგებული რუსი სამხედროებისთვის და შესაძლოა უკრაინის ძალებს მისცეს საშუალება საფთხე შეუქმნას მათ პოზიციებს ლუგანსკის დასავლეთსა და სევეროდონეცკი-ლისიჩანსკის მიმართულებით.

ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ლიმანის პოტენციური დაკარგვასთან, აქ არსებულ დანაკარგებთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ რეაგირებს, არ ქმნიან საინფორმაციო პირობებს. 

კომენტარები