ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში

კობახიძე ლუკაშენკოზე: ოპოზიციის მიზანია, ბელარუსმა აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიაროს

ქართული ოცნება

ქართული ოცნების თავმჯდორმარემ, ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში ბელარუსის დიქტატორი პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა შეაფასა. მისი თქმით, ლუკაშენკოს მხრიდან ეს ძალიან სამწუხარო და მძიმე ნაბიჯია.  

მისივე თქმით, მთავარი ისაა, რომ ბელარუსმა აფხაზეთის არაღიარების პოლიტიკა გააგრძელოს და "უკიდურესი წითელი ხაზი არ გადაიკვეთოს". 

"ბელარუსის სახელმწიფო არ აღიარებს დღემდე აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას და ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ პოზიციის შენარჩუნება და რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი ნაბიჯი ამის მიხედვითაც უნდა გადაიდგას, როცა საუბარია რეაქციაზე".- ამბობს კობახიძე. 

მისივე თქმით, ალექსანდრე ლუკაშენკომ აფხაზეთში ე.წ. ვიზიტის შემდეგ რიტორიკა შეარბილა და საკუთარ გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნებისას აღნიშნა, რომ "ის იყო ჩასული შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე და ისტორიული ადგილები მოინახულა".

"ეს ჟესტია არის თავისთავად რაღაცის მანიშნებელი, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიტოვოთ იმედი, არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებასთან დაკავშირებით"- აღნიშნავს კობახიძე. 

კობახიძე ამბობს, რომ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას ხელისუფლებისგან რეაგირება უკვე მოყვა და "უმაღლეს დონეზე გაკეთებული პრინციპული განცხადებები". მისივე თქმით, საქართველოში ბელარუსის ელჩის დაბარება მკაცრი დიპლომატიური ნაბიჯია. 

"მეორე ნაწილი არის ის, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა არ იყოს აღიარებული ბელარუსის სახელმწიფოს მიერ. ამისათვის იდგმება ის ნაბიჯი, რის საპირისპირო ნაბიჯებისკენაც მოგვიწოდებს ოპოზიცია. ოპოზიცია მოგვიწოდებს ისეთი რეაგირებისკენ, რომელიც იქნება მიმართული სწორედ აღიარებისკენ და ჩვენ გვაქვს საპირისპირო მიზანი. ოპოზიციას აქვს მიზანი, რომ რაღაცნაირად უზრუნველყოს ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება ბელარუსის მიერ. აქეთკენაა მიმართული მათი ყველა ინიციატივა და პროვოკაციული მოწოდებები. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მზიანი, რომ ბელარუსმა არ აღიაროს ეს ე.წ დამოუკიდებლობა და ეს არის ჩვენი პოლიტიკის შინაარსი".- ამბობს ირაკლი კობახიძე. 


ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა და მარიონეტ ლიდერს, ასლან ბჟანიას შეხვდა.

ლუკაშენკომ შეხვედრის დროს თქვა, რომ მან და პუტინმა ბევრი იმსჯელეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ "აფხაზეთი არსებობს" და "რუკიდან ვერ გააქრობენ" სანქციების მეშვეობით, ასევე, მისი თქმით, აფხაზეთი "არ უნდა მიატოვონ" და დაეხმარონ.

ლუკაშენკო აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს ეკონომიკურ ურთიერთობას, "მეგიბრობის ხიდსა" და "სერიოზულ ურთიერთობას" ჰპირდება.

ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბელარუსის ელჩი დაიბარეს და დამატებითი განმარტებები მოსთხოვეს. ვიზიტი დაგმო საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები