ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში

პოლონეთის საელჩო ლუკაშენკოზე: მტკიცედ ვდგავართ საქართველოს გვერდით ამ პროვოკაციისას

Shutterstock

საქართველოში პოლონეთის საელჩო ბელარუსის დიქტატორი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას ეხმაურება. საელჩო ქართული და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას გმობს.  

"ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში სრულად უგულებელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ქართული და საერთაშორისო სამართლის ამ უხეშ დარღვევას და მტკიცედ ვდგავართ საქართველოს გვერდით ამ პროვოკაციისას". - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში. 

გუშინ, 29 სექტემბერს, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და მარიონეტ ლიდერს, ასლან ბჟანიას ბიჭვინთაში შეხვდა.

ლუკაშენკომ შეხვედრის ფარგლებში თქვა, რომ მან გასულ დღეს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან აფხაზეთის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, მივიდნენ დასკვნამდე, რომ "აფხაზეთი არ უნდა მიატოვონ".

ბელარუსი დიქტატორის თქმით, მას ოკუპირებულ აფხაზეთთან სერიოზული ურთიერთობა სურს. 

კომენტარები