რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სინეგუბოვი: ხარკოვის ოლქის სოფელი კუპიანსკ-უზლოვი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია

 ოლეგ სინეგუბოვი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის სოფელი კუპიანსკ-უზლოვი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. შესაბამის ინფორმაციას ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

როგორც სინეგუბოვი აღნიშნავს, რუს სამხედროებს ხარკოვის რეგიონში რამდენიმე ძირითადი მიმართულება ჰქონდათ, პირველ რიგში, იზიუმი და ე.წ. იზიუმის სიმაღლე, რომლის გამოყენებითაც ისინი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკას გზავნიდნენ.

"რა თქმა უნდა, კუპიანკს-უზლოვი ხარკოვის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლოგისტიკური, სარკინიგზო კვანძია. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების პირველივე საათებიდან ის ოკუპირებული იყო და მტერი მას საკმაოდ მტკიცედ იცავდა. წარმატებული სამხედრო ოპერაციის შედეგად კი უკრაინის შეიარაღებულმა ძალება ეს დასახლება გაათავისუფლეს და ფაქტობრივად, სრულად აკონტროლებენ მას". - წერს სინეგუბოვი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ხარკოვის რეგიონში დეოკუპირებულია 454 დასახლებული პუნქტი და ტერიტორიის დაახლოებით 6%-ია ოკუპანტების კონტროლქვეშ დარჩენილი.

კომენტარები