დედის მკვლელობა

რივერდეილის მსახიობს დედის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

Daily Hive

24 წლის კანადელს მსახიობს, სერიალ რივერდეილის ვარსკვლავ რაიან გრენტჰემს დედის მკვლელობის გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 

გამოძიების ცნობით, მკვლელობა გრენტჰემის სახლში მოხდა, დედამისი პიანინოზე უკრავდა, როდესაც მსახიობმა პისტოლეტით კეფაში ესროლა. მკვლელობა 2020 წელს მოხდა, თუმცა საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა. გამოძიების ცნობითვე, მკვლელობის შემდეგ გრენტჰემმა გარდაცვლილს ზეწარი გადააფარა, ხოლო გვამთან სანთლები და კრიალოსანი დატოვა.

გამოძიების ინფორმაციით, გრენტჰემი ასევე კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს მოკვლას გეგმავდა. მსახიობის განმარტებით დედის მკვლელობა იმიტომ ჩაიდინა, რომ არ უნდოდა მისი მშობელი ჯასტინ ტრუდოს მკვლელობის მოწმე ყოფილიყო.

დედის მკვლელობის შემდეგ გრენტჰემი კოლეჯში გაემგზავრა. მსახიობი სასწავლო დაწესებულებაში სროლას აპირებდა, თუმცა გზაში გადაიფიქრა და პოლიციას ჩაბარდა.

მსახიობი რივერდეილში ჯეფრის როლს ასრულებდა. გრენტჰემს ნათამაშები აქვს ასევე ფილმებში The Imaginarium of Doctor Parnassus, Diary of a Wimpy Kid, Liz.

კომენტარები