მელიტოპოლის მერი, ივან ფიოდოროვი ქალაქის მცხოვრებ 18-35 წლის მამაკაცებს, რომლებიც რუსეთმა შესაძლოა მობილიზაციისთვის გამოძახოს, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებისკენ მოუწოდებს.
ფიოდოროვის ამ ასაკის მამაკაცებს ურჩევს, რომ ოკუპირებილი ტერიტორიები დატოვონ და წავიდნენ ზაპოროჟიეს მიმართულებით, თუ გაუშვებენ, ან ქვეყანა ოკუპირებული ყირიმის გავლით დატოვონ, გადავიდნენ საქართველოში აქედან კი უკრაინაში დაბრუნდნენ.
"პირველი დღე არაა, რაც დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ევაკუაციისკენ მოგიწოდებთ. დღეს არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ვასილევკაში ზაპოროჟიეს მიმართულებით არ უშვებენ 18-35 წლის მამაკაცებს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგმართავთ ყველას, პირველ რიგში გამოძახების ასაკის კაცებს, სასწრაფოდ დატოვეთ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები. მტერი დღეს ამბობს, რომ ჩაატარებენ ცრუ რეფერენდუმებს, ზუსტად ვიცით, რომ ეს არაფრამდე მივა, ხოლო ეს კეთდება ერთი მიზნით - გამოიყენონ ჩვენი მცხოვრებლები საზარბაზნე ხორცად. ამიტომ დღეს კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, წახვიდეთ ზაპოროჟიეს მიმართულებით, თუ გაგიშვებენ, წახვიდეთ დროებით ოკუპირებული ყირიმის მიმართულებით, შემდეგ საქართველოს გავლით დაბრუნდეთ უკრაინაში. [არ აქვს მნიშვნელობა], მაგრამ ნამდვილად დატოვეთ". – მიმართავს მელიტოპოლის მცხორებლებს ფიოდოროვი.
ფიოდოროვმა ქალაქის მცხოვრებლებს გაახსენა, როგორ იჭერდნენ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში ოკუპანტები ხალხს და საბრძოლველად გზავნიდნენ.