რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აზოვსტალის მცველთა ნაწილი ტყვეობიდან თავისუფალია

აზოვსტალის მცველთა ნაწილი ტყვეობიდან თავისუფალია. ტყვეთა გაცვლა ჩერნიგოვის რეგიონში მოხდა

"შევძელით ტყვეთა გაცვლა, აზოვის ზოგიერთი მაცხოვრებელი სახლშია. საბოლოოდ შევძელით მარიუპოლის დამცველების კიდევ ერთი ნაწილის, მათ შორის აზოვის პოლკის მებრძოლების დაბრუნება. დღეს საღამოს ის გაცვლა შედგა, რომელსაც ამდენი ხანი ველოდით", - ამბობს აზოვის პოლკის ყოფილი მეთაური მაქსიმ ჟორინი. 

გავრცელებული ფოტოების მიხედვით, გათავისუფლებულთა შორისაა მარიუპოლის საპატრულო პოლიციის უფროსი, მიხაილო ვერშინინი, მედდა, კატერინა პოლისჩუკი და 36-ე ბრიგადის უფროსი სერჟანტი მიხაილო დიანოვი.

17 მაისს აზოვსტალიდან მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო. ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან. 29 ივნისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ აზოვსტალის 95 მცველი ტყვეობიდან გაათავისუფლა.

კომენტარები