ტომ ჰარდი

ტომ ჰარდი ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს ტურნირის გამარჯვებული გახდა

Befunky

ვენომისა და შეშლილი მაქსის ვარსკვლავი, ტომ ჰარდი ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს ტურნირის გამარჯვებული გახდა.

შეჯიბრი ინგლისის ქალაქ მილტონ-კინსში, ოუკგრეივის სკოლაში გაიმართა. გამარჯვებულის სერთიფიკატი ედვარდ ჰარდის(ტომ ჰარდის ნამდვილი სახელია ედვარდ ჰარდი) სახელზე გაიცა.

ჰარდი ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს ლურჯი ქამრის მფლობელია. ცოტა ხნით ადრე, აგვისტოში ჰარდიმ ქალაქ ვულვერჰემპტონში გამართულ ჯიუ ჯიცუს კიდევ ერთი შეჯიბრზე გაიმარჯვა. პარალელურად მსახიობი მესამე ვენომის გადაღებებისთვის ემზადება, ახალი ნაწილის სცენარიც ჰარდის ეკუთვნის.

"შოკში ვიყავი. მან მითხრა დაივიწყე ვინ ვარ და ისე იბრძოლე. ჩემთვის მეექვსე ტურნირია და ასეთი რთული მეტოქე ჯერ არ შემხვედრია, მგონი ბეინის პერსონაჟი ძაან კარგად შეისისხლხორცა". – ამბობს შეჯირბრის ფინალისტი, რომელიც ჰარდიმ დაამარცხა.

კომენტარები