რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუგანსკის ე.წ სასამართლომ ეუთოს ორ თანამშრომელს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ე.წ სასამართლომ ეუთო-ს ორ თანამშრომელს, დმიტრო შაბანოვსა და მისიის თარჯიმანს, მაქსიმ პეტროვს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მათ ბრალად "სახელმწიფო ღალატი" ედებათ.

დმიტრო შაბანოვი ლუგანსკის ოლქში, კადიივკას ბაზაზე ეუთოს უსაფრთხოების თანაშემწეა, რომელიც ოკუპანტებმა აპრილში დააკავეს. მოგვიანებით, ის უცხოეთის სპეცსამსახურებისთვის დაფარული მონაცემებისა და ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულეს. ოკუპანტების მტკიცებით, შაბანოვმა "სპეციალური მომზადება" აშშ-ში გაიარა, რის შემდეგაც იგი უკრაინელ მებრძოლებს ინფორმაციას რუსეთის ჯარების ადგილმდებარეობის შესახებ აწვდიდა.

"მოსამართლეთა კოლეგიამ დმიტრო შაბანოვი დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა". - წერს რუსული საინფორმაციო სააგენტო ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოზე დაყრდნობით.  

კომენტარები