რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა პეტერბურგიდან უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემები გადაისროლა – ფინური მედია

რუსეთმა სანქტ-პეტერბურგიდან, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტიდან უკრაინაში დიდი რაოდენობით საჰაერო თავდაცვის სისტემები და საზენიტო რაკეტები გადაისროლა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინური გამოცემა Yle სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებს

"სურათებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოთხი საზენიტო ბაზა ტექნიკისგან დაცარიელდა". - წერს გამოცემა. 

გამოცემა Yle-ს თანახმად რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქს დიდი ხნის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემის 14 ბაზა იცავდა, თუმცა ფინეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადის ფონზე, რამდენიმე მათგანი ამჟამად დაცარიელებულია.

ფინელი სამხედრო ექსპერტის, მარკო ეკლუნდის თქმით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ტექნიკის გადაადგილებამ სანქტ-პეტერბურგის საჰაერო თავდაცვა შეასუსტოს, რადგან ბაზებიდან С-300-ის ტიპის მოძველებული სისტემები გადაადგილეს, რომელიც რუსეთს შესაძლოა თავდაცვის მიზნებისთვის აღარც სჭირდებოდეს, ხოლო თანამედროვე  С-400-ები კვლავ ადგილზე რჩება. 

ეკლუნდის აზრით, სანქტ-პეტერბურგის ბაზებიდან საჰაერო სისტემების გადაადგილება უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთისთვის რაკეტების საჭიროებით აიხსნება. 

კომენტარები