რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერდოღანი და პუტინი რუსული გაზის საფასურის 25%-ის რუბლში გადახდაზე შეთანხმდნენ

16 სექტემბერს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმირ პუტინი რუსული გაზის საფასურის 25%-ის რუბლში გადახდაზე შეთანხმდნენ

"როგორც მოგეხსენებათ, თურქეთისთვის რუსული წარმოების ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმება უახლოეს მომავალში უნდა ამოქმედდეს, როდესაც ანკარა საფასურის 25%-ს რუბლში გადაიხდის. საკითხი შეთანხმებულია, მუშაობა ამ კვირაში დაიწყება". - თქვა პუტინმა. 

თურქეთის მიერ რუსული გაზის ნაწილობრივ რუბლში გადახდაზე პუტინი და ერდოღანი აგვისტოს დასაწყისში, სოჭში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, თუმცა მაშინ საფასურის რა ნაწილს გადაიხდიდა ანკარა რუსულ ვალუტაში, უცნობი იყო.

კომენტარები