გოგა გზირიშვილს, რომელმაც 2021 წლის 22 დეკემბერს 5 თვის ორსული ცოლი მოკლა, მოსამართლემ 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
შემთხვევა ვარკეთილში მოხდა - გზირიშვილმა ორსულ ცოლს სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა და ვ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.