ჩემთვის გასაოცარია ქალბატონი ელჩის პოზიცია, რომ თურმე, ოთხეულის განცხადებები და პოზიცია რუსული ნარატივი ყოფილა. ეს ძალიან სამწუხაროა და ვფიქრობ, რომ ძალიან უხერხული ბრალდებებია, რომელიც, ამავდროულად, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. რამეთუ, თქვენ კარგად ხედავთ, რომ მთელი რიგი საკითხები, რომელსაც გნებავთ ეს დეპუტატები სვამენ და აყენებენ, მინდა გითხრათ, რომ არის საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის პოზიცია.
tbl.ge/64sn
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას. საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი ამბობს, რომ ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში "დიდი დაბნეულობაა", თუ რატომ არ ემიჯნება საქართველოს მთავრობა რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებულ შეთქმულების თეორიებსა და აშშ-ს წინააღმდეგ ცრუ ბრალდებებს.
ქართული ოცნებაალუდა ღუდუშაურიკელი დეგნანიბიძინა ივანიშვილის დეპუტატებიივანიშვილის დეპუტატებიაშშ-საქართველო
ამავე თემაზე
- რადიო თავისუფლება: თბილისის აეროპორტში აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავი დაჯდა
- მაჭავარიანი: ვისაც პრეტენზიებს ვუყენებდით, არიან ტრამპის და მისი ადმინისტრაციის მტრები
- პაპუაშვილი აშშ-ზე: ვიზიტს იმედით ვუყურებთ, მაგრამ უფრო მაღალ ტემპს ვისურვებდით
- ბოჭორიშვილი აშშ-ს სახდეპის წარმომადგენელს შეხვდა – საგარეო
- აშშ-ის სახდეპის წარმომადგენელი ოპოზიციის ალიანსს, ლელოსა და გახარიას პარტიას შეხვდა




