საქართველო-აშშ

დეგნანი ივანიშვილის დეპუტატებზე: დასაფასებელია, რომ პრემიერმა თავისი პოზიცია გამოხატა

უნდა ვთქვა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მივიღე კითხვები ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის პირებისგან იმ პირების მოტივების შესახებ, რომლებიც განაგრძობენ რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიებისა და სიცრუის გამეორებას. ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში დიდი დაბნეულობაა, თუ რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკვეთრად და მკაფიოდ. თუ მმართველი პარტია და მთავრობა არ ეთანხმება აღნიშნულ აშკარად ცრუ ბრალდებებს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს წინააღმდეგ, მაში არსებობს მოლოდინი, რომ ამას ისინი მკვეთრად და მკაფიოდ გაემიჯნებოდნენ.  

ნამდვილად დასაფასებელია, რომ 1 კვირის წინ პრემიერმინისტრმა თავისი პოზიცია გამოხატა ამის შესახებ. ეს დადებითად მიანიშნებდა, რომ უმაღლეს დონეზე მაინც ხდება იმის გაცნობიერება, თუ რამდენად საზიანოა ამ სახის პრორუსული დეზინფორმაცია. ამგვარი კონსპირაციული თეორიების გამეორება მხოლოდ დაბნეულობას თესავს, აღრმავებს პოლარიზაციას და კითხვებს აჩენს ქართველებსა და ამერიკელებში, თუ რა მოტივი დგას ამ მიმდინარე თავდასხმების უკან.

[იმედის თარგმანი] ამბობს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი იმედთან ინტერვიუში. 2 სექტემბერს პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ივანიშვილის დეპუტატებისგან გამიჯვნას შეეცადა და თქვა, რომ დეგნანის კრიტიკის განვრცობა და გადაჭარბება არ შედის ქვეყნის ინტერესებში. 

კომენტარები