რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: მტერი თავდაცვის გაძლიერებას დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ცდილობს

უკრაინელი სამხედროები სადაზვერვო მისიაზე დონეცკის რეგიონში. 
ALAMY

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტები თავდაცვის პირველი ხაზის გაძლიერებას დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში ცდილობენ.

"დროებით ოკუპირებული ტერიტორიების შესანარჩუნებლად, მტერი თავდაცვის პირველი ხაზის გაძლიერებას  დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ცდილობს". - წერია ანგარიშში.

გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები ოკუპანტების თავდასხმებსი მოგერიებას განაგრძობენ.

ანგარიშის მიხედვით, უკრაინელებმა ბოლო ერთ დღეში 200 რუსი სამხედროს, 13 ტანკის, 17 ჯავშანმანქანისა და 4 საბრძოლო თვითმფრინავის განადგურება შეძლეს.


ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინულმა ძალებმა რუსი სამხედროების წინააღმდეგ ხარკოვში დიდი კონტრშეტევა წამოიწყეს.

უკრაინული ძალები ხარკოვის ოლქში რუსეთის ჩრდილოეთ დონბასის ღერძს ანადგურებენ. კვლევის თანახმად, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს პოზიციებს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანში და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში.

მიმოხილვის მიხედვით, მოულოდნელი სისწრაფით წარმართული უკრაინის კონტრიერიშის შედეგად რუსების ჩრდილოეთ დონბასის დაჯგუფება კოლაფსს განიცდის. ამასთანავე, რუსი სამხედროები ვერ ახერხებენ ქალაქ იზუმიდან ორგანიზებულად უკან დახევას.

უკრაინამ ბოლო დღეებში ხარკოვის რეგიონში განხორციელებული დიდი კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნა კონტროლი ორ მთავარ ქალაქზე კუპიანსკისა და იზუმზე. რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. უკრაინული მედია Unian-ი თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელ ნატალია გუმენიუკზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთით კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები ათობით კილომეტრით დაწინაურდნენ.

კომენტარები