საქართველო-უკრაინა

კობახიძე: უკრაინის ხელისუფლებასთან პლატონური მეგობრობა გვაკავშირებს

პირდაპირ საუბრობენ უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები მეორე ფრონტზე, პირდაპირი მოწოდებაა, გახსოვთ უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩეველი და დღემდე გრძელდება. მერე შანტაჟი სანქციებით, ერთი ხელით გეუბნებიან, რომ შენ უნდა გახსნა მეორე ფრონტი და მეორე ხელით იგივე ადამიანები გემუქრებიან სანქციებით, ბიძინა ივანიშვილს ემუქრებიან და ხელისუფლების წარმომადგენლებს. მარტივად იშიფრება ეს ყველაფერი - გთხოვენ მეორე ფრონტს და გემუქრებიან. აქ დღესავით ნათელია, რომ ისინი მეტს ელოდნენ და დღესაც მეტს ელიან, ეს მეტი არის ერთადერთი რამ - მეორე ფრონტი, თორემ სხვა რა უნდა გაგვეკეთებინა.

ჩვენი პასუხი არის პლატონური მეგობრობა, რომელიც გვაკავშირებს უკრაინის ხელისუფლებასთან. იქიდან არის ნული გათვალისწინება ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების, აქედან ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია, მათ შორის იმ პრობლემების გათვალისწინებით რაც შეიძლება დაუდგეს ქვეყანას, ჩვენი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნება.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსთავი 2-ის ეთერში. 

კომენტარები