რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

6 სექტემბრიდან უკრაინის სამხედრო ძალებმა ხარკოვის 388 დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინელი სამხედროები ამერიკულ M777 ტიპის ჰაუბიცას რუსების პოზიციებზე დასარტყმელად ამზადებენ. ხარკოვის რეგიონი, 2022 წლის 14 ივლისი.
AP Photo/Evgeniy Maloletka

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის ინფორმაციით, 6 სექტემბრიდან უკრაინის სამხედრო ძალებმა ხარკოვის დაახლოებით 388 დასახლება გაათავისუფლეს.

მისივე თქმით, გათავისუფლებულია დაახლოებით 8,500 კვ კმ და ასევე, დაახლოებით 150 000 ადამიანი.

"ციფრები მუდმივად ზუსტდება, რადგან პროცესი დინამიურია. ამასთან ერთად, გათავისუფლებულ ტერიტორიებში უსაფრთხოებისა და სტაბილიზაციის დამატებითი ზომების შემორებაა საჭირო, რათა მოსახლეობამ იქ უსაფრთხოდ იცხოვრონ”, - დასძინა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.


ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინულმა ძალებმა რუსი სამხედროების წინააღმდეგ ხარკოვში დიდი კონტრშეტევა წამოიწყეს.

უკრაინული ძალები ხარკოვის ოლქში რუსეთის ჩრდილოეთ დონბასის ღერძს ანადგურებენ. კვლევის თანახმად, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს პოზიციებს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანში და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში.

მიმოხილვის მიხედვით, მოულოდნელი სისწრაფით წარმართული უკრაინის კონტრიერიშის შედეგად რუსების ჩრდილოეთ დონბასის დაჯგუფება კოლაფსს განიცდის. ამასთანავე, რუსი სამხედროები ვერ ახერხებენ ქალაქ იზუმიდან ორგანიზებულად უკან დახევას.

უკრაინამ ბოლო დღეებში ხარკოვის რეგიონში განხორციელებული დიდი კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნა კონტროლი ორ მთავარ ქალაქზე კუპიანსკისა და იზუმზე. რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. უკრაინული მედია Unian-ი თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელ ნატალია გუმენიუკზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთით კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები ათობით კილომეტრით დაწინაურდნენ.

კომენტარები