გიორგი ნონიაშვილი

ნონიაშვილი: ილია II თავად ერჩის ქრისტიანულ კულტურას და მის მიერ ნაშობ პოლიტიკურ იდეებს

"სეკულარიზმის მომხრეებმა წინ წამოწიეს მორალისაგან დაცლილი, ცრუ თავისუფლების იდეა" - ილია მეორეს უთქვამს.

სეკულარიზმი არის გამიჯვნა ერის და ბერის. - როცა სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმეებში. ეკლესია კი, არ ერევა სახელმწიფო საქმეებში. გამიჯვნა სწორედაც ქრისტიანულმა კულტურამ შექმნა. საუკუნეებია რაც ითქვა "კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა". ასეთი იყო ჩვენი დამფუძნებელი მამების და დედების ხედვაც 1921 წლის კონსტიტუციაში. ასეთად ვხედავთ ქვეყანას ახლაც, ჩვენი კონსტიტუციით.

ქრისტიანულმა კულტურამ შექმნა ბევრი პოლიტიკური იდეა. ამ პოლიტიკურ იდეებზე დგას დღევანდელი ცივილიზებული სამყარო. ამ დამოკიდებულებებით, ილია მეორე და საპატრიარქო თავად ერჩიან ქრისტიანულ კულტურას და მის მიერ ნაშობ პოლიტიკურ იდეებს. 

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ნონიაშვილი Facebook-ზე საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს ეხმიანება, რომლის განცხადებით "სეკულარიზაციის მომხრეებმა წინ წამოწიეს მორალისაგან დაცლილი, ცრუ თავისუფლების იდეა და წამოაყენეს პრინციპი ყოველივეს დაშვებულობისა: რაც მსურს, - ბუნებრივია, შესაძლებელი და მისაღები".

კომენტარები