ყაზახეთი

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანს ისევ ასტანა ერქმევა

asianews.it

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანს ისევ ასტანა ერქმევა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ყაზახეთის პრეზიდენტის სპიკერი, რუსლან ჟელდიბეიმი ავრცელებს

"ცნობილია, რომ პარლამენტში დეპუტატთა ჯგუფი დედაქალაქისთვის ასტანას სახელის დაბრუნების ინიციატორია. პრეზიდენტმა ეს ინიციატივა იცის და ითვალისწინებს საზოგადოების ინტერესს, რაც, თავის მხრივ, ეფუძნება როგორც მოსახლეობასთან შეხვედრებზე მიღებულ ინფორმაციას, ასევე, რეფერენდუმის დროს მოქალაქეების მიერ დაფიქსირებულ მოთხოვნებს". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის პატივსაცემად 2019 წლის 20 მარტიდან ნურსულთანი ჰქვია. ნურსულანი ყაზახეთს 1989 წლიდან მართავდა, გადადგომის შესახებ მან 2019 წლის 19 მარტს განაცხადა

2019 წლისთვის ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, პარლამენტის ზედა პალატის სპიკერი კასიმ-ჯომარტ თოყაევი ინიციატივით გამოვიდა, რომ ქვეყნის დედაქალაქ ასტანას სახელი ნურსულთან ნაზარბაევის პატივსაცემად გადაერქმიათ.

81 წლის ნურსულთან ნაზარბაევი ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 28 წელი მართავდა.

2019 წელს დედაქალაქის სახელის ცვლილებას მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებდა. ყაზახეთის პოლიციამ ქვეყნის დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციაზე 20 ადამიანი დააკავა.

კომენტარები