ელისაბედ II-ს გარდაცვალება

დედოფალ ელისაბედ II-ს 19 სექტემბერს დაკრძალავენ

Biography.com

ბუკინგემის სასახლის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს დედოფალს ელისაბედ II-ს19 სექტემბერს დაკრძალავენ. ღონისძიება გაიმართება ოფიციალური 10 დღიანი გლოვის დასასრულს.

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ელისაბედი მონარქის ტიტულს 70 წლის განმავლობაში იკავებდა.

8 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ბალმორალის სასახლეში სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. 

გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე, სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ბალმორალის სასახლეში იკრიბებოდნენ.

გაერთიანებული სამეფოს ტახტს პრინცი ჩარლზი დაიკავებს. 

კომენტარები