ელისაბედ II-ს გარდაცვალება

ბაიდენი დედოფლისთვის პატივის მისაგებად ლონდონში ჩავიდა

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ლონდონში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა, რათა დედოფალ ელისაბედ II-ს პატივი მიაგოს. პრეზიდენტის თქმით, დედოფალმა ეპოქა განსაზღვრა.

ბაიდენი უერთდება ათობით სხვა ქვეყნის ლიდერს, რომლებიც პატივს მიაგებენ გარდაცვლილ სუვერენს. თავად აშშ-ს პრეზიდენტი მას ბოლოს გასულ წელს შეხვდა. პირველი შეხვედრა კი ბაიდენსა და დედოფალს შორის 1982 წელს შედგა. 

"ის შესანიშნავი ქალბატონი იყო. ძალიან მოხარული ვართ, რომ მასთან შეხვედრის შესაძლებლობა გვქონდა", - თქვა ბაიდენმა მისი გარდაცვალების დღეს.

პრეზიდენტი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი პატივს მიაგებენ დედოფალს, რომლის სასახლეც ვესტმინსტერის დარბაზშია დასვენებული, შემდეგ კი ხელს მოაწერენ სამძიმრის წიგნს და დაესწრებიან ლიდერების მიღებას, რომელსაც ბრიტანეთის ახალი მეფე, ჩარლზ III უმანსპინძლებს. 

კომენტარები