დიდი ბრიტანეთი

ელისაბედ II-ის ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე, პრინცები ბალმორალის სასახლეში იკრიბებიან

Range Rover-ი, რომელსაც პრინცი უილიამი მართავს და მასთან ერთად სხედან პრინცი ენდრიუ, პრინცი ედვარდი და ედვარდის ცოლი, სოფი. ბალმორალის სასახლესთან. 2022 წლის 8 სექტემბერი.
  Getty Images

გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე, სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ბალმორალის სასახლეში იკრიბებიან

ადგილზე მივიდნენ პრინცი უილიამი პრინცი ენდრიუ და პრინცი ედვარდი, რომლებიც რამდენიმე საათის წინ დაეშვნენ აბერდინის აეროპორტში, რომელიც ბალმორალის მახლობლად მდებარეობს. 

ამჟამად, დედოფლის ყველა შვილი ბალმორალის სასახლეში იმყოფება.

რამდენიმე საათის წინ დედოფლის ექიმებმა გაავრცელეს ცნობა, რომ ელისაბეთ II სამედიცინო ზედმახედველობის ქვეშ რჩება. დედოფალი ბალმორალის სასახლეში რჩება.

კომენტარები