რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რეზნიკოვი: კიდევ რამდენიმე გამარჯვება და ოკუპანტები უკრაინიდან გაქცევას დაიწყებენ

CNN

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლეკსი რეზნიკოვის თქმით, ფრონტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან კიდევ რამდენიმე, თუნდაც მცირე გამარჯვების შემდეგ, ოკუპანტები გაქცევას დაიწყებენ.

"დარწმუნებული ვარ, კიდევ რამდენიმე წარმატება ფრონტზე, თუნდაც უმნიშვნელო და ოკუპანტები გაქცევას დაიწყებენ, დამიჯერეთ, რადგან დღეს ჩვენ ვანგრევთ მათ მიწოდების ქსელებს, საწყობებს და ა.შ.". - აღნიშნა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, უკრაინელებმა უკვე ნახეს, თუ როგორ გაიქცნენ ოკუპანტები კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებიდან.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები