კრიმინალი

შსს: სადახლოს გამშვებ პუნქტთან დავაკავეთ პირი, რომელმაც თბილისში პოლიციელი დაჭრა

ტაბულა

სამართალდამცველებმა პოლიციელის დაჭრისთვის ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, 1980 წელს დაბადებული ი.დ. სადახლოს გამშვებ პუნქტთან აიყვანეს, რა დროსაც ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა 1990 წელს დაბადებული ლ.მ. რომელიც არის პოლიციის თანამშრომელი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი პოლიციელი შემთხვევის დროს სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა, იგი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე.

ლ.მ. ამჟამად მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება" - აცხადებს შსს.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 4 -დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები