აფეთქება

დაიღუპა ჩვილი, რომელიც დიდ დიღომში 1-ელ სექტემბერს მომხდარი აფეთქებისას დაშავდა

დაიღუპა ჩვილი, რომელიც დიდ დიღომში 1-ელ სექტემბერს მომხდარი აფეთქების დროს დაშავდა. ინფორმაცია ტაბულას იაშვილის ბავშვთა კლინიკაში დაუდასტურეს. 

1 სექტემბერს, დილით, დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შედეგად, დაშავდა 3 ადამიანი - ცოლ-ქმარი და ჩვილი, რომლის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის დღესვე კრიტიკულად მძიმე იყოსაზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ისინი ნიგერიის მოქალაქეები არიან. 

კომენტარები